Terms

შემსრულებელი: შპს ფოსტა ექსპრესს ლოგისტიკი  +995 32 2240770

მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს შპს ”ფოსტა ექსპრესს ლოგისტიკი”-ს სერვისით.

მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს შემდეგ პირობებს:

 

  1. ტრანსპორტირების ღირებულება, წონის დამრგვალება და გადახდა.

1.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის (ამანათების) რეალური ან მოცულობითი წონიდან.

1.2. ტრანსპორტირების ღირებულებას ამანათის შემთხვევაში იხდის გამგზავნის ან მიმღები, კომერციული ტვირთის შემთხვევაში თანხას იხდის დამკვეთი ტვირთის ჩამოსვლამდე.

1.3. თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

 

  1. ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობის  შესამცირებლად.

2.1. მოცულობის შემცირების მიზნით  ფოსტა ექსპრესს ლოგისტიკი უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება.

2.2. ელექტრო ტექნიკისა და მსხვრევადი ნივთების გადაფუთვა არ ხდება ამანათის უსაფრთხოების მიზნით. კომპანია ვალდებულებას იხსნის თუ ელექტრო ტექნიკა არაა ქარხნულად შეფუთული და არ აკმაყოფილებს შეფუთვის სტანდარტებს.

 

 

  1. საკურიერო მომსახურება.

3.1. თუ მომხმარებელი განაცხადებს სურვილს ამანათის სახლში მიტანაზე შპს ფოსტა ექსპრესს ლოგისტიკი დაარიგებს ამანათებს თბილისის,ქუთაისის,გორის,თელავის და რუსთავის მასშტაბით.

3.2. ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება ამანათის ჩამოსვლის დღემდე და მომხმარებელს მითითებული ექნება „საკურიერო მომსახურება“ კურიერი დაარიგებს მსგავს ამანათებს 1-2 სამუშაო დღეში.

3.3. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.

3.4. თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.

3.5. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

3.6. კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.

 

 

  1. ამანათის გადაცემა მესამე პირზე.

4.1. მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს:

       მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

4.2. ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.

 

 

  1. 5.    განბაჟება

5.1. ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.

5.2. განსაბაჟებალი ამანათები გაიცემა მხოლოდ ოფისებში სპეციალურ დოკუმენტთან ერთად (ფორმა 4, რომელსაც ჩვენ დაგიმზადებთ უფასოდ და გადმოგცემთ ამანათთან ერთად). სადეკლარანტო მომსახურეობა უფასოა.

5.3. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი ამანათის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

5.4. მომხმარებლის მიერ განსაბაჟებელი ამანათის მიღების და ფორმა 4-ზე ხელისმოწერის შემდეგ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.

 

 

  1. 6.    შეზღუდული პროდუქცია.

6.1. შპს ფოსტა ექსპრესს ლოგისტიკი იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე. (იხილეთ აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი)

6.2. თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც შპს ფოსტა ექსპრესს ლოგისტიკი  მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.